05 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
სირიის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციას იდლიბის პროვინციაში იწყებს

სირიის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციას ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ იდლიბის პროვინციაში იწყებს.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სირიის სამთავრობო არმიის მთავარი მიზანი ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ნუსრას განადგურებაა.

იდლიბის რეგიონი ამბოხებული ოპოზიციური ჯგუფების ბოლო დასაყრდენია, რომელსაც თურქეთი უმაგრებს ზურგს. სირიის მთავრობაში ამბობენ, რომ რეგიონი ტერორისტული ჯგუფების თავშესაფარია. 

 

 

 

დღის ამბები