05 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
"სოულის დედოფალ" არეტა ფრანკლინს დღეს დეტროიტში დაკრძალავენ

"სოულის დედოფალს" დღეს დეტროიტში დაკრძალავენ.

ორი დღის განმავლობაში არეტა ფრანკლინს ხსოვნას პატივი აფრო-ამერიკული ისტორიის მუზეუმში ათასობით ადამიანმა მიაგო. მომღერალს თაყვანისმცემლები და მეგობრები გამოემშვიდობნენ. სამოქალაქო პანაშვიდების დროს თაყვანისმცემლები შენობასთან საათობ იდგნენ რიგში.

არეტა ფრანკლინის დაკრძალვის ცერემონიას, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად, უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრება, მათ შორის, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონიც, რომელიც, გავრცელებული ცნობით, სიტყვითაც გამოვა.

სოულის დედოფალი 76 წლის ასაკში 16 აგვისტოს გარდაიცვალა.

დღის ამბები