05 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ჟერარდ დეპარდიეს ბრალი 22 წლის მსახიობი გოგონას გაუპატიურებასა და სექსუალური შევიწროებისთვის წაუყენეს

ფრანგ მსახიობს ჟერარდ დეპარდიეს პარიზის პროკურატურამ ბრალი 22 წლის მსახიობი გოგონას გაუპატიურებასა და სექსუალური შევიწროებისთვის წაუყენა.

გამოძიებით დგინდება, რომ 69 წლის მსახიობმა გოგონაზე ორჯერ იძალადა.

მედიის ინფორმაციით, ჟერარ დეპარდიე გოგონას მამის მეგობარი იყო და ახალგაზრდას სამსახიობო კარიერაში დახმარებას ჰპირდებოდა.

დეპარდიეს ადვოკატის ინფორმაციით, მსახიობი ბრალდებას უარყოფს.

ადვოკატმა დაადასტურა რომ ახალგაზრდა ქალს დეპარდიე იცნობს, თუმცა უარყოფს, რომ მას თუნდაც პაემანზე შეხვედროდა.

ფრანგმა მსახიობმა ჯერარ დეპარდიემ 2013 წელს ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. 

დღის ამბები