03 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
ორი ტრაქტორი და 250 ათასლარიანი ზარალი ბიუჯჯეტს - რას ედავებიან დავით კირკიტაძეს

დავით კირკიტაძე გამოძიებისთვის სასურველ შეკითხვებს სასამართლოზე არა დისტანციურად, არამედ უშუალოდ სხდომათა დარბაზში უპასუხებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებული, ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული თბილისში წუხელ დაბრუნდა.

სახელწიფო რესურსი, რომლის უფასოდ გამოყენებასაც ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს გამოძიება ედავება, 2 ტრაქტორია.

საქმის მასალების მიხედვით, დავით კირკიტაძემ მის ძმას ირაკლი კირკიტაძესა და გიორგი უდესიანს, რომელიც ყოფილი საჯარო მოხელეა, ავტობაზრობის მშენებლობისთვის გუბერნიის კუთვნილი სპეცტექნიკა უსასყიდლოდ ათხოვა. ამის გამო ბიუჯეტმა 250 ათას ლარამდე იზარალა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურში დავით კირკიტაძეს დაუსწრებლად წაუყენეს.

მოგვიანებით ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურში კირკიტაძის მამაც დაიბარეს და 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

ალექსანდრე კირკიტაძესთან გამოძიებას ზუგდიდსა და სენაკში სპორტ-კომპლექსების მშენებლობის თაობაზე ჰქონდა კითხვები.

წარდგენილ ბრალდებაში დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის აშშ-ში იმყოფებოდა და მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები