03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო ავტოავარიაში დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში  ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავტოავარიაში დაიღუპა.

როგორც ცნობილია, ავტომანქანას, რომლითაც ქართველი კურსანტები გადაადგილდებოდნენ, ამერიკის მოქალაქე მართავდა.

დაღუპულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

თავდაცვის სამინისტროსთნ ამ დრომდე დაკავშირება ვერ ხერხდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი "რუსთავი2"-ს უთხრეს, რომ ამჟამად ინფორმაციას ამოწმებენ და გადამოწმებულ ინფორმაციას  უახლოეს ხანში მოგვაწვდიან.    

 

 

დღის ამბები