19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
სემ პატენის კლიენტთა შორის ბიძინა ივანიშვილიც არის

სემ პატენის კლიენტთა შორის ბიძინა ივანიშვილიცაა. ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტი მილიარდერთან და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან 2012 წელს თანამშრომლობდა.

ბიძინა ივანიშვილი სემ პატენს ლობისტური საქმიანობისთვის თვეში 20 ათას დოლარს უხდიდა, დამატებით 10 ათას დოლარს კი ლონდონში დაფუძნებული კომპანიისგან იღებდა ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მუშაობისთვის.

გავრცელებული ცნობით, სემ პატენი საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებს ინფორმაციას აწვდიდა და კლიენტებს შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარებოდა.

დღის ამბები