19 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
"როგორ სძინავს ღამე საქართველოს ე.წ. მთავრობას, რომ არ ჩამოვიდა" - ნათელაშვილმა მაკკეინის ხსოვნას პატივი კაპიტოლიუმში მიაგო

ჯონ მაკკეინს დღეს ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობებიან. დაკრძალვის ცერემონია, რომელზეც მთავარი სიტყვით შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები -ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში, გამოვლენ, რამდენიმე საათში დაიწყება.

მანამდე ვეტერანი სენატორის ხსოვნას პატივს კაპიტოლიუმის სასახლეში მიაგებენ. ჯონ მაკკეინის ცხედარი გუმბათიან დარბაზში გუშინ გადაასვენეს.

ცერემონიას მისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად კონგრესის ლიდერებიც ესწრებოდნენ.

ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი ვაშინგტონში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე ათასობით ადამიანი მივიდა.

ვაშინგტონში ჩავიდა პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი კაპიტოლიუმში მიაგო.

„წავიდა ჩვენგან მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სახელოვანი უკანასკნელი მოჰიკანი, სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც საქართველოს ფარი და ხმალი იყო აგრესორებთან და ოკუპანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ დროს აქ არჩამოსვლა მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. როგორ სძინავს ღამე საქართველოს ე.წ. მთავრობას, რომლებმაც პუტინის შიშით პატივი არ სცეს საქართველოში ყველაზე დიდ ლობისტს ამერიკიდან, არ ჩამოვიდნენ, გამოაგზავნეს მესამე-მეოთხეხარისხოვანი დელეგაცია. როგორ სძინავთ და როგორ აპირებენ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას სამომავლოდ, მეგობრების ძიებას, ძალიან მაინტერესებს. კიდევ ერთი სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები