19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ბათუმში საექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გაიხსნა

გიორგი გახარიამ ბათუმში საექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა.

უწყების ცნობით, ლაბორატორიები, ბალისტიკური ექსპერტიზის ტირი, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, საცავები და საოფისე სივრცე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ახალი შენობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს  და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა.

ნარკოტიკებისა და უცნობი ნივთიერებების მაღალი სიზუსტის კვლევის 2 სისტემა საჩუქრად გადასცეს.

შენობის გახსნას, საქართველოს ხელისუფლების წევრებთან ერთდ, დონორი ორგანიზაციების და FBI-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები