გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს.
ამის შესახებ მან განცხადება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მათ კოალიციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ამ პროცესს მართავს ქართული ოცნება, რადგან მათ აქვთ კვლევები, რომლის მიხედვითაც, გრიგოლ ვაშაძე ყველა კონკურენტ კანდიდატს უსწრებს.
"ბოლო პერიოდში დაიწყო ფეიქ-ნიუსების ზღვა შეტევა ჩვენს გაერთიანებასთან მიმართებაში და ეს ყველაფერი იგეგმება ქართული ოცნების შტაბში. ამას აქვს თავისი მიზეზი. მათივე კვლევებით, ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას კანდიდატი ლიდერობს აბსოლუტურად ყველა კვლევაში და უსწრებს ყველა კონკურენტს. რა თქმა უნდა, ეს მათთვის ძალიან სახიფათოა და აქედან გამომდინარე, ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.