19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
„ყველა კვლევა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობას ასახავს, მოწმობს, რომ შემოვიარეთ ქალაქების და სოფლების მაქსიმალური რაოდენობა" - გრიგოლ ვაშაძე

ქართული ოცნების მიერ შიდა სოციალოგიური კვლევის შედეგებს, რომელსაც მმართველი პარტია არ აქვეყნებდა და სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლიდერობს, გრიგოლ ვაშაძე ენდობა.

მისი თქმით, ძალა ერთობაშიას ლიდერები საქართველოს არაერთ ქალაქსა და სოფელში იმყოფებოდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მან მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

„ყველა კვლევა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის უპირობო ლიდერობას ასახავს, მოწმობს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ჩვენ შემოვიარეთ საქართველოს ქალაქების და სოფლების მაქსიმალური რაოდენობა, 26 ათასი კმ. გავიარეთ საქართველოში. რაც მთავარია, გულწრფელად, გულისყურით, სიმპატიით და დაგეგმილი მოქმედების გეგმით მოვუსმინეთ ჩვენი მოქალაქეების ტკივილს და ისინი ამას გრძნობენ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კვლევის მონაცემები პირველმა რადიომ გაავრცელა. შედეგები ასე გადანაწილდა:

ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე - 25.8 %;

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე - 15%;

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი - 12.8 %;

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი - 4.4 %;

შენების მოძრაობა - დავით უსუფაშვილი - 2.1%;

შიდა გამოკითხვაში მონაწილეთა 33% პროცენტი კი საკუთარ არჩევანზე არ საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები