მიხეილ სააკაშვილი სენატორის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოშვების სტუმარი იყო. მან 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა, როდესაც სენატორმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთს ღიად დაუპირისპირდა.
„ცერემონია ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც მაკკეინის ცხოვრება და მისი სულისკვეთება. მან გული დაგვწყვიტა. გლოვობს არამარტო ამერიკა, არამედ უკრაინაც საქართველოც. ამერიკის საელჩო გადავსებულია ყვავილებით, მისი სახელი სანთლებით დაწერეს. ეს შემთხვევითი არ არის, ეს იყო ადმიანი, რომელსაც ეროვნული გმირის სახელი მივანიჭეთ საქართველოში ის იყო ჩვენი ქვეყნის მებრძოლი.
"მან წინასაარჩევნო კამპანია მიატოვა, როდესაც რუსეთის შემოიჭრა საქართველოში, ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებულია მაკკეინი ამას არასოდეს ივიწყებდა და ამ ფაქტს ყოველთვის ახსენებდა მსოფლიოს. ამას აკეთებდა იმის მიუხედავად, რომ წინა ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო და შესაძლოა, სურდა რომ ყველას დავიწყებოდა ოკუპაციის ფაქტი, მაგრამ მაკკეინი ყოველთვის ყველას ახსენებდა ამას.
"ჯონ მაკკეინი ყოველთვის წარმოადგენდა ამერიკის დიდებასა და ამერიკის სიძლიერეს. ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად. ის იყო დიდებული ადამიანი, ჩემი ქვეყნის დიდებული მეგობარი, პირადად ჩემი მეგობარი. ჩვენ დავკარგეთ უერთგულესი ძვირფასი ადამიანი, რომელსაც ვერავინ შეცვლის,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.