03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
"აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი"-პრემიერ-მინისტრი ნიუ-ჯერსიში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

"უკიდურესად შემძრა ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის ამბავმა"-ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ facebook-ის გვერდზე ავრცელებს. 

პრემიერი წერს, რომ დაღუპული ქართველები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდნენ სამხედრო სასწავლო კურსს იმისათვის, რომ  იქ მიღებული ცოდნა საკუთარი სამშობლოსათვის მოეხმარათ.

"აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი და უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის. ვიზიარებ გარდაცვლილების ოჯახების მწუხარებას, თანავუგრძნობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთელ საქართველოს"-აღნიშნულია ღარიბაშვილის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

დღის ამბები