19 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
თბილისში დღეს იოჰანეს ჰანი ჩამოვა

თბილისში დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი ჩამოვა.

იოჰანეს ჰანი პირველ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავს. ასევე შეხვდება პრეზიდენტსა და პრემიერს.

იოჰანეს ჰანის ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლა.

ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. ის განკუთვნილია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სთავაზობს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს.

დღის ამბები