ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, იყალთოში სტუდენტებს შეხვდა.
ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ, თუმცა, ამის ფინანსური საშუალებები არ გააჩნიათ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალგაზრდებს საკუთარი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გააცნო, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო ფონდის თანხის 50% უცხოეთში სტუდენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება.
„მომავალი პრეზიდენტი ვალდებულია, გვერდით დაუდგეს ახალგაზრდებს, მისცეს მათ შანსი, მისცეს მათ პერსპექტივა და სწორედ ამიტომ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ, რომ საპრეზიდენტო ფონდის მინიმუმ 50 პროცენტი დაიხარჯება სტუდენტების განათლებაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.