03 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
რა გახდა აშშ-ში მომხდარი ავარიის მიზეზი, რომელსაც 2 ქართველი კურსანტის სიცოცხლე ემსხვერპლა?

ნიუ-ჯერსში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია. 

გავრცელებული ინფომრაციით ავტომანქანას, რომელშიც ისინი ისხდნენ, ამერიკის მოქალაქე მართავდა. შემთხვევა აშშ-ს დროით 12:00 საათისთვის მოხდა. შეერთებულ შტატებში საქართველოს გენერალური კონსულის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ავარიის მიზეზი მოყინული გზა გახდა.  

დიანა ჟღენტი "კურიერთან" საუბრისას განმარტავს, რომ პროცედურების გავლა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ქართველ სამხედროებს საქართველოში უახლოეს პერიოდში გადმოასვენებენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები