19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
დადგმული ახალი ამბავი - ევროპულ საქართველო ენმ-ს სიცრუეში ადანაშაულებს

ევროპულ საქართველოში ნაციონალურ მოძრაობას სიცრუეში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გია თევდორაძემ პარტია ჯერ კიდევ 10 თვის წინ დატოვა.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით გოგისვანიძე, აცხადებს, რომ თევდორაძემ 10 თვის წინ დატოვა პარტია. გოგისვანიძის განმარტებით, ყოფილ თანაგუნდელს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შეეშინდა.  

ენმ-ს სიცრუეში ადანაშაულებს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირმა ნადირაშვილი.

„ეს არის, უბრალოდ, დადგმული ახალი ამბავი იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ეკრანიდან გვეუბნებოდა, რომ დღეს წავიდა პარტიიდან, სინამდვილეში, პარტია დატოვა 10 თვის წინ. ალბათ, აკვირდებით, რომ დღე არ გავა, რომ არ მონახონ 10 თვის წინ წასული, 2 წლის წინ წასული ადამიანები და არ თქვან, რომ აი, ადამიანები მიდიან და შემდეგ ამ წასულებს არ დაუმატონ რამდენიმე ნული. ეს არის სიცრუე. ვფიქრობ, რომ არის უსინდისობა და არის ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

ევროპული საქართველო 140 წევრმა დატოვა. გადაწყვეტილება მათ რამდენიმე თვის წინ მიიღეს, თუმცა, დღეს პარტიის წევრების ნაწილმა გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. 

დღის ამბები