19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ოპოზიცია ცესკო-ს საუბნო კომისიებში წევრობის მსურველთა შესახებ ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ბრალდება ცესკოს - ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციას საუბნო კომისიებში წევრობის მსურველთა შესახებ ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს.

მათი განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის წევრებს არა აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ინფორმაციას კონკურსში მონაწილეთა პროფესიული განათლების შესახებ. მათ მხოლოდ ელექტრონულ სიასთან აქვთ წვდომა, რომელიც მათი განათლების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს.

„როგორც ჩანს, ასეთი დირექტივა მომდინარეობს სწორედ ცესკო-ს თავმჯდომარის, ქალბატონ თამარ ჟვანიას მხრიდან იმიტომ, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მსგავსად თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ ხელს უშლიან ჩვენი კომისიის წევრებს აღნიშნული მასალების, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კანდიდატურების შესახებ ინფორმაციის გაცნობაში,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები