19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
„ადამიანები თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობენ" - გრიგოლ ვაშაძე სოფელ ქვედა ზეგანის მოსახლეობას შეხვდა

„გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ბაღდათში სოფელ ქვედა ზეგანში მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივების თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები არ შესრულდა.

მოსახლეობის განცხადებით, უმუშევრობა გაიზარდა, გაძვირდა პროდუქტები და მედიკამენტები, სოციალურად დაუცველებს მოეხსნათ დახმარებები.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება და დაზოგილი თანხები მოქალაქეების სოციალურ საჭიროებებს, მათ შორის პენსიის 400 ლარამდე ზრდას მოხმარდება.

„ადამიანები თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობენ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ შევინარჩუნებთ მთას. მთას თუ ვერ შევინარჩუნებთ, დავკარგავთ საქართველოს კულტურის, ისტორიის, მიწათმოქმედების უზარმაზარ ნაწილს. ამ ყველაფერს მიხედვა სჭირდება, მიხედვა კი ნიშნავს იმას, რომ არჩევნების გზით, ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით, მოვრჩეთ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არაპროფესიონალების ბოგინი,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

 

დღის ამბები