19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
„ქართული ოცნება" ემეგობრება მამიკინსს, რომელზეც ლატვიის უშიშროების სამსახური ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არის კავშირში - კანდელაკი

ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსთან დაკავშირებით, რომელმაც  საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მოამზადა, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს.

გიორგი კანდელაკმა იმ საეჭვო კავშირებზე ისაუბრა, რომელიც ევროპარლამენტარს რუსეთთან აქვს. კანდელაკი იმ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც ლატვიის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა გააჟღერა.

„ეს არის „ქართული ოცნების“ სტილი, რომ როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნდება დოკუმენტი, რაც მათ არ მოსწონთ, ისინი იწყებენ სამარცხვინო და არაცივილიზებულ საქციელს და იქცევიან, როგორც სრულიად არაცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენლები. მეორე მხრივ, ემეგობრებიან ისეთ ხალხს, როგორიცაა ბატონი მამიკინი, რომელზეც ლატვიის უშიშროების სამსახური ამბობს, რომ პირდაპირ კავშირშია რუსეთის ხელისუფლებასთან და რომელიც არის ბაშარ ასადის მეგობარი,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ნონა მიხელიძემ წარადგინა. მიხელიძემ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და საქართველოში არსებული პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ამის შემდეგ მიხელიძეზე ინტერნეტთავდასხმა განხორციელდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები