03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
"გვირეკავენ და გვეკითხებიან ვის ვუჭერთ მხარს,"- სტუდენტების საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ამ წუთებში ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას სამეგრელოს განვითარების ცენტრის სტუდენტები მართავენ. ისინი საკრებულოს გადაწყვეტილებას აპორტესტებენ, რომლის თანახმადაც მათ სასწავლებელს დაფინანსება შეუწყდათ. 

საუბარია 15 ათას ლარზე, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრს აფინანსებდა. აღნიშნული თანხით კი ცენტრი იმ შენობის ქირას იხდიდა, რომელშიც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

აქცია სამეგრესოში განვითარების ცენტრის შენობიდან დაიწყო და ზუგდიდის გამგეობასთან დასრულდა.

განვითარების ცენტრში სულ ჯამში ათას 300 ახალგაზრდა სწავლობს და მათ მოხალისე პედაგოგები ასწავლიან. როგორც ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, მათ ავიწროვებენ და განათლების დამადასტურებელ მოწმობებს სთხოვენ. 

ზეწოლაზე საუბრობენ თავად სტუდენტებიც, რომელთა განცხადებითაც, მათთვის უცნობი პირები ტელეფონით უკავშირდებიან და ეკითხებიან, თუ რომელ პარტიას უჭერენ მხარს, ბოლოს კი ეუბნებიან, რომ ეს ინფორმაცია მათ პირადი საქმეების შევსებისათვის სჭირდებათ.

დღის ამბები