"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერს დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
პანაკოტას სოუსი, სუში და ბანანის სმუსი - ეს იმ მენიუს არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ოპოზიციის მტკიცებით კახა კალაძემ ივლისის თვეში 45 000 ლარი გადაიხადა.
ამ ფონზე ოპონენტები თბილისის მერს სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილ მიზერულ შემწეობას ახსენებენ. "ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე დაყენებას გეგმავს და განმარტებებს დედაქალაქის მერისგან მოითხოვს.