19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
როდესაც რაიმე არ ვიცი, ჩამოყალიბებული პოზიციაც ვერ მექნება - ”რია ნოვოსტის” ჟურნალისტი საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობს

„რაც შეეხება ოკუპაციას, მე პირადი აზრი მიჩნდება მხოლოდ საკითხის ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ, როდესაც რაიმე არ ვიცი, ჩამოყალიბებული პოზიციაც ვერ მექნება,“- ეს განცხადება ”რია ნოვოსტის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა, დიმიტრი კოსირევმა გააკეთა, რომელიც საქართველოში ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმისთვის ჩამოვიდა.

მას სასტუმრო „ვერე პალასთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ და სტიკერი გადასცეს „რუსეთი ოკუპანტია.“

ამ წუთებში იმ სასტუმროსთან, სადაც კრემლის დაფინანსებით რუსული მედიაფორუმი უნდა ჩატარდეს, საპროტესტო აქცია იმართება.

„რთულია ლაპარაკი როდესაც ყველა ყვირის, კიდევ უფრო რთულია ილაპარაკო იმაზე რაზეც წარმოდგენა არ გაქვს. იშვიათად ვეთანხმები დასავლურ სამყაროს, რადგან ისინი ხშირად უშვებენ შეცდომებს. მათ წარმოდგენა არ აქვთ რა არის აზია, რა არის სამხრეთ აზია, დაკარგეს აფრიკა, დაანგრიეს საკუთარი ამერიკა. დასავლეთში სერიოზული კრიზისია. რაც შეეხება ოკუპაციას, მე პირადი აზრი მიჩნდება მხოლოდ საკითხის ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ, როდესაც რაიმე არ ვიცი, ჩამოყალიბებული პოზიციაც ვერ მექნება. რატომ ფიქრობთ, რომ მე პროპაგანდას ვეწევი, მე ჯერ სიტყვით არ გამოვსულვარ. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩამოვდივარ, ვცდილობ ვისწავლო. ეს სტიკერი მომცეს, მას არ ვმალავ, უბრალოდ როგორც სუვენირს შევინახავ. მე არ ვყოფილვარ ოკუპანტი, ამიტომ ამას ბავშვებს შევუნახავ. ჩემი შვილები ორჯერ იყვნენ საქართველოში ჩამოსულები. ძალიან უყვართ ეს ქვეყანა,“- განაცხადა ”რია ნოვოსტის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა, დიმიტრი კოსირევმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები