03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
"არ დავუშვებთ ხუდონ ჰესის მშენებლობას,"- ხაიშში უხუცესთა საბჭოს კრება მიმდინარეობს

"არ დავუშვებთ ხუდონ ჰესის მშენებლობას,"- ეს განცხადება "კურიერის" ჟურნალისტთან სოფელ ხაიშის მოსახლეობამ გააკეთა.  

ამ წუთებში იქ უხუცესთან საბჭოს წევრების შეკრება მიმდინარეობს. საბჭოს კრების მონაწილეების თქმით მთავრობა და საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ხაიშელები თანახმა არიან ხუდონ ჰესის მშენებლობაზე, რაც მათი თქმით სიმართლეს არ შეესაბამება. 

უხუცესთა საბჭოს წევრი გოჩა თორია "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის და ხაიშელებისთვის მიუღებელია ხუდონ ჰესის მშენებლობა.

 

დღის ამბები