„ჩვენი ქვეყანა ანთებული გულით უნდა გვიყვარდეს, მაგარმ ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თბილისში დაგეგმილ რუსულ მედიაფორუმზე რუსი ჟურნალისტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ის პირები, რომელთაც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, სახელმწიფომ ქვეყანაში არ შემოუშვა.
„თქვენ ნახეთ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც მთავარი მომხსენებლები იყვნენ და რომელთაც აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, სახელმწიფომ არ შემოუშვა ქვეყანაში და შეაჩერა ისინი საზღვრზე. თუ თქვენ გაინტერესებთ, რა არის სახელმწიფოს რეაქცია - არის ეს, ჩვენი რეაქცია არის პრაგმატული საგარეო პოლიტიკა,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.