საპარლამენტო უმცირესობა კი რუსულ რბილ ძალასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს და კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითხოვს.
"ევროპული საქართველოს" წევრების თქმით, ცვლილებების მთავარი ფოკუსი კრემლიდან წამოსული ფინანსების შეზღუდვა უნდა იყოს.
„ეს არის ცინიკური დაცინვა საქართველოსი რუსეთის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ეს ხდება დღეს, 21-ე საუკუნეში, საქართველოში, ოკუპაციიდან აგვისტოს 10 წლის შემდეგ.
"როგორც არასოდეს ისე არის გაძლიერებული რუსული ძალა საქართველოში მარტო რბილ ძალაზე კი არა არის საუბარი, ზოგადად რუსული ძალა მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში.
აქაც, ამ დარბაზშიც სხედან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებას იმაზე აწყობენ , რომ რუსეთში გადიან, პირდაპირ ხაზზე არიან მათთან და უნდათ, რომ ეს ქვეყანა კიდევ დააბრუნონ რუსეთის კლანჭებში,”- განაცხადა სერგი კაპანაძემ.