ენმ -ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებულ ნეპოტიზმსა და დამოუკიდებელი წევრების პოლიტიკურ კუთვნილებაზე საუბრობს. ანი წითლიძემ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შვილის ნათლიაა. მან ასევე დაასახელა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ნანა ოყუჯავა, ნანა შენგელია, ნანა გოგინავა, ლელა ლაშხია და ხათუნა დავიანთი.
წითლიძის განცხადებით, ეს ადამიანები როგორც დამოუკიდებელი წევრები ისე არიან კომისიაში შენიღბულები, სინამდვილეში კი ზოგიერთი მათგანი "ქართული ოცნების" აქტივისტია, ზოგი კი თანამდებობის პირების ახლო ნათესავი. წითლიძე ზუგდიდის თავმჯდომარე საარჩევნო კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას ითხოვს.
ენმ- ის ბრალდებებს ზუგდიდის 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უპასუხა. მესხმა დაადასტურა, რომ მართლაც თამარ ჟვანიას შვილის ნათლიაა.