09 დეკემბერი 2024,   00:43
ვრცლად
„ნორმალურად მოიქეცი, სახეს ნუ კარგავ... ცინიზმს თავი დავანებოთ“- ხმაური და დაპირისპირება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დასკვნა „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული დოკუმენტისგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა კომისიამ საპარლამენტო უმცირესობის დასკვნა მიიღო.

საგამოძიებო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების მხრიდან ურთიერთბრალდებები ისმოდა.

„ევროპული აქართველოს” წევრების თქმით, უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც გამოძიებაში იყო ჩართული ან გამოძიებას ზედამხედველობდა.

ასევე ცალკე გამოყოფილია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ წევრების მიერ შემუშავებული დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ცდილობდნენ, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი მიეღოთ. მათ აინტერესებდათ, ვინ არის პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, ვინც მათივე დასკვნაშია აღწერილი და როგორ ფასდება ის ქმედებები, როგორც მათ საეჭვოდ ქმედებად აქვთ შეფასებული.

„ნორმალურად მოიქეცი, სახეს ნუ კარგავ... ცინიზმს თავი დავანებოთ, დამშვიდდით,“- ისმოდა ბრალდებები დეპუტატების მხრიდან დარბაზში.

ამავე თემაზე
დღის ამბები