03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა - სენაკის სამხედრო პოლიციის 350 თანამშრომელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა. სენაკის  სამხედრო პოლიციის 350 თანამშრომელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ 20 დღის წინ მიიღო, თუმცა თანამშრომლებმა ინფორმაცია მხოლოდ დღეს მიიღეს.

როგორც სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, სამინისტრო მოითხოვს მათ ხელახლა ჩააბარონ ნორმატივები და შემდეგ დაუბრუნდნენ თანამდებოებებს. 

სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მიმდინარე პროცესები პოლიტიკური ხასიათის მატარებელია და შესაძლოა მათი განთავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდეს.

ისინი "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ სამსახურიდან გაანთავისუფლებენ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებზე ისაუბრებენ. 

დღეს კი ამბობენ, რომ სამხედრო პოლიციაში ბოლო წლებია, არცერთი ტრეინინგი არ ჩატარებულა, მაშინ როცა გასული წლების განმავლობაში ისინი მომზადების კურსებს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ გადიოდნენ. 

დღის ამბები