19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
პრეზიდენტობის კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე შეხვედრებს განაგრძობენ 

პრეზიდენტობის ორი კანდიდატის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ შეხვედრები ევროპარლამენტში გუშინ გამართეს.

ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრებზე ქვეყანაში არსებული ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხი.

„ყოველ წუთში, ყოველ დღე, ყოველ გამოსვლაში ჩვენი მთავარი გამოსვლაში ჩვენი მთავარი გზავნილი უნდა იყოს ეს - საქართველოს სჭირდება განვითარება და უსაფრთხოება,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დავით ბაქრაძემ კი არალეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების კანონიერი დასაქმების საკითხზე ისაუბრა.

„მთავარი გზავნილები იქნება პოლიტიკური გზავნილები, რომელიც შეეხება საქართველოს დეოკუპაციას, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და მთლიანობის მხარდაჭერას განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა გააქტიურა მუშაობა. ჩვენ ვხედავთ სირიაში ვიზიტს და ე.წ. მეგობრობის ხელშეკრულებას. ბუნებრივია აქაც ვისაუბრებ იმ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღეს ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას დაესწრება.

დღის ამბები