19 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
სირია ამერიკის შავ სიაში მოხვდა - ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა აშშ აღარ დაეხმარება 

სირია ამერიკის შავ სიაში მოხვდა. სირია შევიდა ქვეყნების ნუსხაში, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები უწესდება.

შეერთებული შტატების ახალი რეგულაციები წელს ნაურუს, შარშან კი ვენესუელასა და ნიკარაგუას შეეხოთ. ამერიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყანა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

მსგავსი ჩანაწერი ამერიკულ საკანონმდებლო აქტებში ხელს უწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

„მართალია სირიის ცენტრალური ხელისუფლება დღეისათვის არ წარმოადგენს აშშ-ს ბენეფიციარს, თუმცა აღნიშნულის დაფიქსირება აშშ-ს საკანონმდებლო დონეზე და მისი პრაქტიკული განხორციელება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია“-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი.

დღის ამბები