ატენის ხეობაში ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეინჯერები აწარმოებდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.