17 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
აქცია დიდუბეში - მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს

აქცია დიდუბეში - მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს. აგლაძის ქუჩაზე, 83 ნომერში, სკვერის ნაცვლად ახალი კორპუსის ჩადგმა იგეგმება. დიდუბის მცხოვრებლებმა მერიას მიმართეს, თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

მოსახლეობის პრობლემებს "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ადგილზე გაეცნო. 

„დედაქალაქის მერს პირველ რიგში ვთხოვთ, შეხვდეს ამ ადამიანებს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. აქ 14 სართულიანი კორპუსის აშენება იქნება დანაშაული“-ამბობს ხაბეიშვილი.

დღის ამბები