03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
"მეტი ქალი პარლამენტში"-ვარდების მოედანზე აქცია იმართება [ფოტო]

"მეტი ქალი პარლამენტში"-ამ ლოზუნგით ვარდების მოედანზე აქცია იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს ქალების პოლიტიკაში მაქსიმალური ჩართვა წარმოადგენს.

 „ამ ქვეყნის ცხოვრების ყველა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალები აქტიურად უნდა ჩაერთონ, რადგან ისინი ამ საზოგადოების წევრები არიან,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია  „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორის ლია მუხაშავრია.

აქციის ორგანიზატორების აზრით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები, მამაკაცებთან  ერთად ქალებიც უნდა იყვნენ.

„8 მარტი ჩვენი მხრიდან აღქმულია, როგორც ქალთა უფლებების რეალიზაციის დღე. ქალები არიან  მამაკაცების თანასწორები. მათ აქვთ იგივე უფლებები, რაც ყველა მოქალაქეს და დღევანდელი ჩვენი აქციის მესიჯი არის ბევრი ქალი პარლამენტში და ზოგადად პოლიტიკაში, რათა პოლიტიკური სისტემა იყოს ქალებზე მორგებული და არა მხოლოდ მამაკაცების ინტერესების გამტარებელი“- აცხადებს „პარტნიორობა ქალთა უფლებების" დამფუძნებელი  ანა აბაშიძე.

პოლიტიკაში ქალების უფლებებზე საუბრობენ აქციაში მონაწილე მამაკაცებიც. მათი თქმით მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება და პოლიტიკაში მათი რაოდენობის გაზრდა. 

დღის ამბები