19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა - ალექსეი მალაშენკო

„ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მატარებელმა უკვე ჩაიარა,“- ამის შესახებ პოლიტოლოგმა და მოსკოვის კვლევით ინსტიტუტ ”ცივილიზაციათა დიალოგის” სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა, ალექსეი მალაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორუმს ესწრება. მალაშენკოს თქმით, მას არ სურდა საბჭოთა კავშირის დაშლა.

„სამწუხაროდ, საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება. ეს იგივეა, რომ საბჭოთა კავშირიც აღარასოდეს აღდგება. ხომ ხედავთ, რა ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ადამიანური ტრაგედიაა. მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ როდესმე იუგოსლავია აღდგება? მინდა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც არსებობდა, იყოს მთლიანი, მათ შორის, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საბჭოთა კავშირიც.“- განაცხადა მალაშენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები