03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
11 ახალი სამხედრო ბაზა, განახლებული შეიარაღება და აქტიური წვრთნები - რა ხდება აფხაზეთში?

2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, შენდება სამხედრო ბაზები და იცვლება შეიარაღება. 

როგორც "კურიერის" კორესპონდენტს აფხაზეთიდან აცნობეს ბოლო სამი თვის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე 11 ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. 

იცვლება შეიარაღებაც, კერძოდ ჯავშანტრანსპორტიორები და საზენიტო დანადგარები. როგორც აფხაზეთში ამბობენ ამ მასშტაბის განახლება შეიარაღებაში 2008 წლის შემდეგ არ მომხდარა. 

"კურიერის" ინფორმაციით აფხაზეთში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. სანგრების გათხრა. რას უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მსგავსი სამხედრო აქტივობა ამ დროისათვის უცნობია. 

ბაზების მშენებლობასთან და იარაღის განახლებასთან ერთად აფხაზეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნაში მონაწილეობას  "აჩადარას" "ეშერას" "ბომბორას" და "დრანდას" სამხედრო ბაზის წარმომადგენლები და აფხაზი კონტრაქტორები იღებენ. წვრთნები აფხაზეთში, ოჩამჩირეში მიმდინარეობს. 

 

 

 

დღის ამბები