19 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, სამწუხაროდ დიდი ნაწილ გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები - პრემიერი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. 

მამუკა ბახტაძემ განცხადება, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. 

საქმე ეხება "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ დასკვნას, სადაც კონკრეტული მაღალჩინოსნების, მათ შორის იუსტიციის მინისტრისა და შს მინისტრის პასუხისმგებლობაზეა საუბარი.

კითხვაზე - უნდა გაიზიარონ თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა შს და იუსტიციის მინისტრებმა, პრემიერი პირდაპირ არ პასუხობს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ კომისიის ფუნქცია არა პოლიტიკური კონტექსტის დადგენა, არამედ გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა იყო. 

„მე შევაფასებდი ზოგადად საგამოძიებო კომისიის ფუნქციას, რომლის მთავარი ფუნქცია გახლავთ გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა, თვითონ გამოძიებაზე. და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება და მითუმეტეს  პოლიტიკური შეფასება. როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება ეს რა თქმა უნდა ობიექტურობას აყენებს  კითხვის ნიშნის ქვეშ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტის დიდი ნაწილ გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები