22 დეკემბერი 2024,   16:55
ვრცლად
პროპაგანდა, რომელიც რუსეთიდან მოდის გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს გამოწვევაა მთელი დასავლეთისთვის - მამუკა ბახტაძე 

თბილისში მიმდინარე რუსულ მედია ფორუმს, რომელსაც კრემლთან დაახლოებული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან, მამუკა ბახტაძე ეხმაურება.

კითხვაზე ხედავს თუ არა საფრთხეს რუსულ პროპაგანდაში, პრემიერი ამბობს, რომ რუსული რბილი ძალა და პროპაგანდა პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი - ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესახებ, დიდი ხნის წინ გააკეთა. 

„პროპაგანდა, რომელიც რუსეთიდან მოდის, ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა საქართველოსთვის, ეს გამოწვევაა მთელი დასავლეთისთვის. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა. ქართულმა საზოგადოებამ, თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა. და ეს არ ჩვენი არჩევანი, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს, შესაბამისი ეფექტური მექანიზმები, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შეიძლება აისახოს  ნეგატიურად მოსახლეობაზე. მაგრამ მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან იქნება საფუძველს მოკლებული,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები