03 ოქტომბერი 2024,   06:48
ვრცლად
"სოლიდარობა ნადია სავჩენკოს,"- აქცია უკრაინის საელჩოსთან [ფოტო]

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის წევრებმა გამართეს. 

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად, რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელ მფრინავს 8 მარტი მიულოცეს. 

მათი განცხადებით ნადია სავჩენკო უკრაინის, საქართველოსა და ზოგადად ადამიანის თავისუფლებას გამოხატავს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რუსეთისგან უკრაინელი მფრინავის გათავისუფლებაც მოითხოვეს. 

 

 

 

დღის ამბები