17 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
"ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება... ჩვენთვის მთავარი არის დაზარალებულის, ამ შემთხვევაში, ბატონი ზაზას ინტერესი" - ოხანაშვილი სარალიძის განცხადებას ეხმაურება

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, ზაზა სარალიძის განცხადებას პასუხობენ.

სარალიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მისი შვილის მკვლელებს მფარველობს, რის გამოც ის იძულებულია ისევ აქციები დაიწყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში არ დასტურდება, რომ გამოძიება ან მმართველი გუნდი მკვლელობის ჩამდენ პირებს ხელს აფარებს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მხოლოდ საზოგადოებისა და დაზარალებულის ინტერესების დაცვას ემსახურება.

"ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება და ჩვენთვის მთავარი არის საზოგადოების ინტერესი და ჩვენთვის მთავარი არის დაზარალებულის, ამ შემთხვევაში ბატონი ზაზას ინტერესი.ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირს, რომ ამ ადამიანის იმედები გავაცრუოთ. მთავარია მას ჰქონდეს ნდობა და რწმენა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობით მსჯელობა და არა ემოციებით და საზოგადოებაზე გარკვეული მანიპულირებით, ან თუნდაც დაზარალებული ოჯახების შეცდომაში შეყვანით ასეთი დასკვნის დაწერა"-ამბობს ოხანაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები