03 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
აქციას "მეტი ქალი პარლამენტში" პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ

ქალის როლის გაძლიერებასა და უფრო მეტ ქალს პოლიტიკაში მოითხოვენ პოლიტიკოსებიც. ისინი ქალებს მოუწოდებენ თავადაც გამოიჩინონ ინიციატივა და გახდნენ კიდევ უფრო აქტიურები.

„ჩვენს სახელმწიფოში და საზოგადოებაში უნდა დამკვიდრდეს ევროპული ღირებულებები. ეს ნიშნავს თავისუფლებას და თანასწორობას საზოგადოებაში, ადამიანის უფლებების და ჰუმანური კანონის უზენაესობას საქართველოში. ეს არის თანასწორობის მთავარი პრინციპები და სწორედ ამიტომ, ქალებმა რაც შეიძლება მეტი როლი უნდა შეიტანონ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა კი აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სივრცეში არიან ქალქბი, რომლებმაც მოიპოვეს პოზიციები და არიან კონკურენტუნარიანები. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები