22 დეკემბერი 2024,   16:53
ვრცლად
მშენებლობა ბათუმის ბულვარში - ენმ-ის პროტესტს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უპასუხეს

ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უპასუხეს. უწყების ცნობით, ბულვარში ლანდშაფტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი თანამედროვე სამსართულიანი ნაგებობა შენდება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ის იქნება გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომელსაც სამედიცინო დატვირთვაც ექნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, გელა დეკანაძე კი აცხადებს, რომ მშენებლობა დაწყებულია, თუმცა მისი არც ნებართვა და არც პროექტი არ არსებობს.

ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით, შუა ბულვარში საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსი შენდება და ეს ბულვარს ფუნქციას უკარგავს. ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გამაჯანსაღებელი ცენტრი არსებობდა და გელა დეკანაძის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მისი რეაბილიტაციის თაობაზე აქვს ნებართვა გაცემული.

 

დღის ამბები