03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
"ქალთა მოძრაობის" აქცია გუდიაშვილის ბაღში გრძელდება

ვარდების მოედანზე დაწყებული "ქალთა მოძრაობის" აქცია, გუდიაშვილის ბაღში გრძელდება. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი ფეხით გაიარეს და გუდიაშვილის ბაღში გაჩერდნენ. 

ბაღში ქალთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები პოლიტიკაში ქალის როლზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში უფრო მეტი ქალი უნდა იყოს წარმოდგენილი. 

საპროტესტო აქციას, რომელიც 3 საათზე მეტია მიმდინარეობს, ქართველი პოლიტიკოსები როგორც მმართველი გუნდიდან ასვე ოპოზიციიდან შეუერთდნენ.

პოლიტიკური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ პოლიტიკაში ქალთა როლი მნიშვნელოვანია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები