03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
ლიქვენაძის კანდიდატურის განხილვას ვიცე-მერის თანამდებობაბზე ალუდა გოგლიჩიძეც ადასტურებს

დედაქალაქის მერის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე ირაკლი ლიქვენაძის ვიცე-მერად შესაძლო დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა დაელოდოს  მოვლენების განვითარებას, რადგან ამ დროისათვის კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს. მან ასევე დაადასტურა, რომ ირაკლი ლექვენაძის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება მერის მოადგილის თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ირაკლი ლიქვენაძე უკვე შეხვდა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას, რასაც დღეს „კურიერთან“ საუბარში თავად ლიქვენაძეც ადასტურებს.  

თბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს დავით ნარმანია მომავალ კვირას წარადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები