"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპარლამეტარებს შეხვდა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გარდა საუბარი იმ ინიციატივასაც შეეხო, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას გულისხმობს. ინიციატივა ,,ევროპული საქართველოს" კანდიდატმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზეც განიხილა.
„ევროპარლამენტში და ევროკომისართან შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უცხოური ვიზიტები და კონტაქტები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, ჩვენი ხალხის მთავარი პრობლემის, დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად. ყველა ევროპარლამენტარი, რომელთანაც გვქონდა საუბარი ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართველების ლეგალური დასაქმების ქვოტებთან დაკავშირებით იყო ძალიან დადებითი ამ იდეასთან დაკავშირებით.
არსებობს ნამდვილი პერსპექტივა იმისა, რომ ვიმუშაოთ და ევროპაში მყოფ არალეგალებს სამშობლოში დაბრუნებამდე მივცეთ კანონიერი მუშაობის, მეტი ხელფასისა და ლეგალური სტატუსის მეტი პერსპექტივა“-აცხადებს დავით ბაქრაძე.