19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
„ჩვენი დემოკრატიისა და საზოგადოებრივი კონსენსუსის ხარისხი ბრიუსელში არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს" - გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს

ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გამკაცრებას და კრიტიკული ცვლილებების შეტანას ბრიუსელში მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გამოეხმაურა.

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გრიგოლ ვაშაძეს შეხვედრები ევროპარლამენტარებთან ჰქონდა, სადაც მთავარი საკითხი საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება იყო.

„ჩვენი დემოკრატიისა და საზოგადოებრივი კონსენსუსის ხარისხი ბრიუსელში არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ჩვენ მთავარ და არამთავარ მოკავშირეებთან, თუმცა არამთავარი მოკავშირე არ არსებობს, ნორმალურ ევროპულ ენაზე ლაპარაკი.

როდესაც მოხსენებები დამოუკიდებელი ექსპერტების უკიდურესად მკაცრად და საფუძვლიანად მკაცრად აფასებს ჩვენი დემოკრატიის ხარის, შენ კიდევ  ჩამოდიხარ და ბრიუსელში უყვები გასაოცარ დემოკრატიაზე რომელიც საქართველოში დამყარდა და რეფორმების მეორე ტალღას, თუმცა ვერ ასახელებ რა რეფორმებია ეს და რა ტალღები მოდის ასეთი ბრწყინვალე საქართველოში, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენი სიტყვებისა და საქციელის დამაჯერებლობაზე“-აცხადებს ვაშაძე.

დღის ამბები