19 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
რუსეთი სოლსბერის თავდასხმასთან კავშირს მარია ზახაროვა აბსურდს უწოდებს

რუსეთი სოლსბერის თავდასხმასთან კავშირს კვლავ გამორიცხავს - განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

ზახაროვა ამბობს, რომ ბრიტანეთს მოსკოვის ბრალეულობაზე სოლიდური მტკიცებულებები არ აქვს. მან ბრიტანეთის ბრალდებებს სრული აბსურდი უწოდა.

გამოძიების ახალი დეტალები გააცნო ბრიტანეთის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს. საგანგებო სხდომა მთლიანად სკრიპალების მოწამვლის საქმეს დაეთმო.

ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, კანადამ და შეერთებულმა შტატებმა პირობა დადეს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ უცხო სპეცსამსახურის მტრული საქმიანობის აღსაკვეთად.

დღის ამბები