03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ჭოპორტის ბაღის გადაუჭრელი პრობლემები და გამგეობის უცვლელი დაპირებები

წლის დასაწყისში „პოსტსკრიპტუმში” გასულ რეპორტაჟში დუშეთის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი პირობას დებდა, რომ ჭოპორტის საბავშვო ბაღს წყალი 15 თებერვალს აუცილებლად ექნებოდა.

ამავე ინტერვიუს მიხედვით, წყალგაყვანილობის პროექტი უკვე მზად იყო, ხოლო იმის გამო, რომ სამუშაოები ხუთი ათას ლარს არ აღემატებოდა, გამგეობა ტენდერის გამოცხადებას არ აპირებდა და სამუშაოებს კერძო კონტრაქტის საფუძველზე გეგმავდა.

„პოსტკრიპტუმი” ადგილზე ვითარება უცვლელი დახვდა.

ამ წლის დასაწყისში რეპორტაჟის მომზადებისას დუშეთის გამგებელი შევებულებაში იმყოფებოდა, ამიტომ მისი ჩაწერა მაშინ ვერ მოხერხდა. ამჯერად კი ვაჟა ჩოხელი კაბინეტში დაგვხვდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ სამუშაოების შესასრულებლად კვლავ ტენდერის გამოცხადება იგეგმება.

ვაჟა ჩოხელი აცხადებს, რომ აპრილის შუა რიცხვებამდე ბავშვებს წყალი აუცილებლად ექნებათ. 

შეასრულებს თუ არა გამგებელი პირობას აპრილში, "პოსტსკრიპტუმი" აუცილებლად გადაამოწმებს, მანამდე კი აღმზრდელებს წყლის მოპოვება ნაცადი მეთოდით მოუწევთ.

დღის ამბები