19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
მეტი შეგვიძლია - დავით უსუფაშვილმა საარჩევნო სლოგანის და ლოგოს პრეზენტაცია გამართა

პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა საარჩევნო ლოგოს და სლოგანის პრეზენტაცია გამართა.

„შენების მოძრაობის“ კამპანიის ლოგო, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩახატული ქართული ანბანია, პარტიის მთავარი საარჩევნო სლოგანი კი „მეტი შეგვიძლია“ იქნება.

უსუფაშვილისთვის ეროვნული, სახელმწიფოებრივი წარმატების გასაღებს სიტყვები „მეტი შეგვიძლია“ წარმოადგენს.

„ჩვენი სლოგანია - მეტი შეგვიძლია - ეს არის შეძახილი საკუთარი თავისთვის, ესაა შეძახილი ერთმანეთისთვის და ესაა შეძახილი მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ ვამბობთ, არა, ჩვენ მეტი შეგვიძლია. მეტი შეგვიძლია ინდივიდუალურადაც და სახელმწიფოებრივადაც,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები