19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
„ქართული ოცნების“ მთავარი მეხოტბე არის პრორუსული პარტიის ერთ-ერთი სახე" - ოპოზიცია სტანიშევის განცხადებას ეხმაურება

ევროპარლამენტის სოციალისტური ფრაქციის ლიდერის, სერგეი სტანიშევის პოლიტიკურ განცხადებას, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე ილაპარაკა, ოპოზიციის პირველი შეფასებები ბრიუსელიდანვე მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, სტანიშევი პრორუსული პარტიის ერთ-ერთი სახეა.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განმარტოს, რატომ იცავს მმართველ პარტიას ის დეპუტატები, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ.

„ბატონი სტანიშევი ყოველთვის თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მის განმტკიცებას და დღეს იგივე პოლიტიკოსი „ქართული ოცნების“ ინტერესებს იცავს, ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს - „ქართული ოცნების“ ინტერესები ემთხვევა რუსეთის ინტერესებს, ამიტომ ლოგიკურია, რომ ამ ინტერსებს ერთი და იგივე ადამიანები ლობირებენ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტებმა ასევე ისიც გაიხსენა, რომ სერგეი სტანიშევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა.

„განუმარტონ საზოგადოებას, რატომ ხდება, რომ ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მთავარი მეხოტბე და მათი ინტერესების გამტარებელი არის რადიკალური პრორუსული პარტიის ერთ-ერთი სახე ლატვიიდან, რომელზეც ლატვიის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის დირექტორი საუბრობს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არის დაახლოებულია, რმ მისი ვიზიტი ასადთან, რომელმაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიარა, იყო რუსეთის მიერ დაორგანიზებული,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები