19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ევროპულმა საზოგადოებამ უნდა გამოხშიროს მტყუანი და მართალი - ვოლსკი ოპოზიციას ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას ქვეყნისთვის საზიანო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებით, მათი ოპონენტები ცდილობენ, რომ ევროპარლამენტს ისეთი რეზოლუცია მიაღებინონ, რომელიც საქართველოს არ წაადგება.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, მათ კონსულტაციები აქვთ როგორც სოციალისტურ ფრაქციასთან, ასევე ევროპარლამენტის ყველა ჯგუფთან,  რათა საბოლოო დოკუმენტში ის შესწორებები არ ჩაიწეროს, რაც ოპოზიციას სურს.

„მმართველმა პარტიამ ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, არის რეალური ინფორმაციის წარდგენა ევროპელი კოლეგებისთვის. რაც უნდა გააკეთოს ევროპულმა საზოგადოებამ, უნდა გამოხშიროს მტყუანი და მართალი ამ ვითარებიდან, მაშინ, როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ჯერ უზნეო შეტევით მთავარ მომხსენებელზე და მერე შეტევით პრაქტიკულად იმ პრინციპებზე, რომლითაც საქართველოს აღიარებს ევროპული სივრცე, როგორც პარტნიორს, ძლიერ პარტნიორს და პერსპექტიულ ქვეყანას. ამ მიმართულებით აქვს შეტევა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის სოციალისტური ფრაქციის ლიდერმა, სერგეი სტანიშევმა, საქართველოს წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

ამავე თემაზე
დღის ამბები